Saturday, March 12, 2011

1პროექტის     სახელწოდება----პითაგორას     თეორემა
2.პროექტის     მთავარი    იდეა–––––თითოეულ     მოსწავლეს     განვუვითაროთ   დამოუკიდებელი   მუშაობის   მოთხოვნილება,     ჩამოუყალიბდეს       თვითშეფასების    თვისებები.

3პროექტის   აქტუალობა.––––– მოსწავლე   ხსნის    გეომეტრიულ    ამოცანებს   სამკუთხედთან   დაკავშირებული     ცნებებისა     ფაქტების    გამოყენებით.   
4.პროექტის     მიზნები.––––პოულობს   მიზეზ   შედეგობრივ   კავ შირებს,  ახდენს   გაზომვას    აგებს   სხვადასხვა    ნახაზებს.
5.მონაწილეთა   ასაკი.–––––12–––13წელი
6.ვადები   და   ხანგრძლივობა.––––სამი    დღე
7.მოსალოდნელი     შედეგებიმოსწავლეები   აცნობიერებენ    ზოგადი   განათლების    მნიშვნელობას.
8.პროექტისათვის    საჭირო    ძირითადი    რესურსები.–––––სახაზავი    ხელსაწყოები,   დაფა   ცარცი,
9.პროექტის     მსვლელობა.––––
კლასი   იყოფა   ხუთ   ჯგუფად,    1.ისტორიკოსები     2.ფიზიკოსები    3.მათემატიკოსები     4.პროგრამისტები     5.პრეზიდიუმი.     
კლასში   დგას     5   მაგიდა,     მაგიდებზე    დევს    მათემატიკური      ლიტერატურა,     ყოველ    მაგიდას     უზის   ექსპერტი,     მათ   მოვალეობაში     შედის    პასუხების    სისწორის    შემოწმება,     სპეციალურ      ბლანკზე    დაშვებულ   შეცდომათა    აღნიშვნა,    ბოლოს   გამორჩეულის    გამოსავლენად.
ჯგუფებში   აირცევა    პრეზენტატორები.
წამყვანის    \მასწავლებლის\  მიერ   ჯგუფების    ''საგზურებით''    მომარაგების    შემდეგ,  თითოეული     ჯგუფი     შესაბამის   მაგიდას   იკავებს   და   იწყებს    მუშაობას.
1.''ისტორიკოსები''   აგროვებენ   ისტორიულ    ინფორმაციას    პითაგორას    შესახებ,  მის    ბიოგრაფიულ     მონაცემებს   და   ა.  შ.
2.''ფიზიკოსები''   მოიძიებენ   და   წარმოადგენენ    პითაგორას    თეორემის   გამოყენების    მაგალითებს   ფიზიკიდან.

3.''მათემატიკოსები''––––დაწვრილებით  განიხილავენ    სხვადასხვა    დონის   და   ტიპის   ამოცანებს   პითაგორას   თეორემაზე.
4.პროგრამისტების    ამოცანაა   გამოსათვლელი    კომპიუტერული     პროგრამის   წარმოდგენა.
5.ბოლოს   ჯგუფის   ხელმძღვანელები   სხდებიან   პრეზიდიუმში  და  გამოდიან   სიტყვით   და  ახდენენ   ამოცანების   დემოსტრირებას,  ''პრეს   ცენტრი''  ყველა   გამოსვლას   აკონსპექტებს  და  შემდეგი   გაკვეთილისათვის    კედლის    გაზეთს   უშვებს..
პროექტის ხელმძღვანელი: ნაირა ეზეიშვილი
ხელმძღვანელის ელ ფოსტა: nezeishvili@GMAIL.COM
ვებ–გვერდი–nezeishvili.blogspot.com